Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტის „საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტი“ აცხადებს დებატების ტურნირზე რეგისტრაციას!

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტი“ დებატების ტურნირისთვის რეგისტრაციას აცხადებს! 

 


დებატების ტურნირის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ამასთან, პროექტი, დებატების კულტურის დანერგვის გზით, ემსახურება ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხზე ცნობიერების ამაღლებას. 
დებატების თემატიკა, ინსტიტუტის საქმიანობის მიმართულებებიდან გამომდინარე,  საკონსტიტუციო სამართლისა და საარჩევნო სამართლის აქტუალურ საკითხებს მოიცავს. 

 


მოდებატეები ტურნირის დაწყებამდე გაივლიან ტრენინგებს დებატების სტრუქტურისა და ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მიიღებენ დამატებით ინფორმაციას. ტრენინგები გაიმართება 28.05-29.05 პერიოდში. 

 


დებატები წარიმართება კარლ-პოპერის ღირებულებითი ფორმატით, შესაბამისად, თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის II-VI სემეტრის სტუდენტებისგან, რომლებიც სარგებლობენ სტუდენტის აქტიური სტატუსით. დებატები გაიმართება 04.06-12.06 პერიოდში. 

 


რეგისტრაციისთვის, 23.05 / 00:00 საათამდე შეავსეთ სპეციალური ფორმა